დაუცველობის და გამოსწორების მართვა
ESET Vulnerability & Patch Management
უზრუნველყოფს უსაფრთხოების დამატებით დონეს ორგანიზაციებისთვის, რომლებსაც სჭირდებათ შესაბამისი ნორმების დაცვა, მაგალითად, FedRAMP და NIS2. ESET-ის გადაწყვეტილება ხელს უწყობს მოძველებული ოპერაციული სისტემებისა და აპლიკაციების რისკების თავიდან აცილებას:
- ავტომატური სკანირება
- პრიორიტეტების განსაზღვრა მნიშვნელობის მიხედვით
- ფილტრაციის პარამეტრები
- გამონაკლისები დაუცველობისთვის
- დაზიანებული მოწყობილობების სია
- ავტომატური და ხელით გამოსწორება
- მორგებული გამოსწორების პოლიტიკა
- ხელმისაწვდომი გამოსწორებების სია
- ცენტრალიზებული მმართველობა
გადაწყვეტილების ფუნქციები
ავტომატური სკანირება
ავტომატური სკანირება მომენტალური ანგარიშგებით და ცენტრალიზებული მართვით ESET PROTECT Cloud კონსოლიდან. ასკანირებს ათასობით აპლიკაციას და აღმოაჩენს 35 000-ზე მეტ გავრცელებულ სისუსტეს და საფრთხეს (CVE).
პრიორიტეტების განსაზღვრა მნიშვნელობის მიხედვით
დაუცველობის პრიორიტეტული განსაზღვრა მისი მნიშვნელობის მიხედვით. ფილტრაციის ვარიანტების ფართო სპექტრი საშუალებას გაძლევთ სწრაფად გამოავლინოთ უსაფრთხოების კრიტიკული პრობლემები და ყურადღება გაამახვილოთ მათზე.
ანგარიშები და მონაცემთა ბაზები
ეხმარება ყველაზე დაუცველი პროგრამული უზრუნველყოფისა და მოწყობილობების იდენტიფიცირებას, აწვდის ინფორმაციას დაზარალებული მოწყობილობების რაოდენობის შესახებ, ასევე გამოსწორებების ჩამონათვალს, მათ შორის გამოსწორების სახელებს, ცოდნის ბაზის ნომრებს, CVE- ს, გამოსწორების მნიშვნელობას და შესაბამის პროგრამებს.
ავტომატური და ხელით გამოსწორება
ავტომატური ან ხელით შესწორების კონფიგურაციის შესაძლებლობა. გამოსწორებების ინვენტარიზაცია უზრუნველყოფს სამუშაო სადგურების დროულ განახლებას უსაფრთხოების აქტუალური გამოსწორებების გამოყენებით.
ქსელის სრული მიმოხილვა
ESET PROTECT Cloud კონსოლი უზრუნველყოფს სამუშაო სადგურების სრულ მიმოხილვას, ასევე ყოველთვის აქტუალურ ინფორმაციას ლიცენზიების, გამოსწორებების სტატუსებისა და გამოსწორების შესახებ.
მოსახერხებელი კონტროლი
ESET პლატფორმა საშუალებას გაძლევთ შეამციროთ IT უსაფრთხოების მართვის სირთულეები და ეფექტურად გამოიყენოთ პრევენციის, აღმოჩენის და რეაგირების შესაძლებლობები, რათა მინიმუმამდე დაიყვანოთ საფრთხეებით ინფიცირების რისკი.
მოქნილობა
მომსახურების პერიოდების კონფიგურირება და გამოსწორებების ინსტალაციის მართვა კონკრეტული მოთხოვნილებების შესაბამისად - მხოლოდ შერჩეული პროგრამების გამოსწორება ან გარკვეული პროგრამების გამორიცხვა. სხვადასხვა ჯგუფების უპირატესობების დადგენა, თანმიმდევრულობის და კონტროლის პროცესების შენარჩუნებით და გამოსწორებების მართვით.
სწრაფი რეაგირება
გამოსწორებების ხელით დაყენება საშუალებას გაძლევთ დაუყოვნებლივ აღმოფხვრათ კრიტიკული დაუცველობები, როცა შემდეგი დაგეგმილი გამოსწორებების ციკლსის ლოდინის დრო არ არის. IT სპეციალისტები სწრაფად ახდენენ რეაგირებას საგანგებო სიტუაციებზე, რაც ამცირებს უსაფრთხოების დარღვევის ან სხვა სახიფათო მოვლენების რისკს.
სისტემური მოთხოვნები
ESET Vulnerability & Patch Management ხელმისაწვდომია შემდეგი გადაწყვეტილებების შემადგენლობაში:
ESET Vulnerability & Patch Management-ის ჩართვა შესაძლებელია კომპიუტერებზე, რომლებზეც დამონტაჟებულია შემდეგი გადაწყვეტილებები:
- ESET Endpoint Security Windows- ისა და macOS- ისთვის
- ESET Endpoint Antivirus Windows- ისა და Linux- ისთვის
- ESET Server Security Microsoft Windows Server- ისთვის
- ESET Mail Security Exchange- ისთვის
- ESET Security Microsoft Sharepoint Server- ისთვის
დაუცველობის სკანირებისა და შესწორების შესაძლებლობები შეიძლება განსხვავდებოდეს ოპერაციული სისტემის მიხედვით. უფრო დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბმულზე.
თავსებადია ESET PROTECT ღრუბლოვან კონსოლთან.