უსაფრთხოების მართვა

ESET PROTECT კონსოლი

უზრუნველყოფს სამუშაო სადგურების რეალურ დროში მიმოხილვას, ასევე ანგარიშგებას და უსაფრთხოების სრულ მართვას ყველა ოპერაციული სისტემისთვის.

  • ღრუბლის კონსოლი ადგილობრივი განთავსების შესაძლებლობით
  • უზრუნველყოფს ყველა სამუშაო სადგურის რეალურ დროში მიმოხილვას: კომპიუტერები, სერვერები, ვირტუალური მანქანები და მობილური მოწყობილობები
  • ქმნის შესაძლებლობებს ESET უსაფრთხოების გადაწყვეტილებების მუშაობის შესახებ ანგარიშგებისათვის
  • საშუალებას გაძლევთ მართოთ გადაწყვეტილებები ყველა პლატფორმის სამუშაო სადგურებზე გაფრთხილების, გამოვლენის და რეაგირებისათვის
  • დაკავშირება შესაძლებელია ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილას ვებ ბრაუზერით

 

შედის ყველა კომპლექსური გადაწყვეტილების შემადგენლობაში

გადაწყვეტილების ფუნქციები

ESET PROTECT კონსოლის ნაწილზე წვდომის მისანიჭებლად შეგიძლიათ შექმნათ რამდენიმე მომხმარებელი და ნებართვის ჯგუფი. ეს საშუალებას გაძლევთ მოაწესრიგოთ პასუხისმგებლობები კორპორაციების მსხვილ კოლექტივებში.

დინამიური ჯგუფები საშუალებას გაძლევთ დაალაგოთ კომპიუტერები მიმდინარე მდგომარეობის ან კონკრეტული კრიტერიუმების მიხედვით.

ESET PROTECT უზრუნველყოფს 170-ზე მეტ ჩაშენებულ ანგარიშს და საშუალებას გაძლევთ შექმნათ სპეციალური ანგარიშები 1000-ზე მეტი მნიშვნელობით.

მანქანის იდენტობის დასადგენად მისი აპარატური უზრუნველყოფის საფუძველზე გამოიყენება აპარატური პროგრამული უზრუნველყოფის კომპლექსური გამოვლენის ალგორითმი. ამითი ხდება შასალებელი არასტაბილური აპარატურის გარემოს ავტომატური განმეორებითი გამოჩენა და კლონირება. ამგვარად VDI მხარდაჭერა სრულად ავტომატიზებულია.

კონსოლს გააჩნია ფუნქციებზე დაფუძნებული წვდომის კონტროლის მოწინავე სისტემა (RBAC), რომლის ნაწილიც არის დაცული წვდომა მრავალფაქტორული ავთენტიფიკაციის საშუალებით.

ქსელის სრული მიმოხილვის უზრუნველსაყოფად ESET PROTECT ურთიერთქმედებს ESET Inspect-თან, ESET PROTECT პლატფორმის კომპონენტთან გაფართოებული აღმოჩენისა და რეაგირების (XDR) შესაძლებლობებით.

ფუნქცია ინტეგრირებულია ღრუბლოვან კონსოლში. გამოყენების დასაწყებად ორგანიზაციებს არ სჭირდებათ სერტიფიკატები ან დამატებითი კომპონენტები. მობილური მოწყობილობების ღრუბლოვანი მართვა მხარს უჭერს Android და Apple ოპერაციულ სისტემებს.

გაფართოებული დაცვის მხარდაჭერა მნიშვნელოვნად აუმჯობესებს 0-დღიანი საფრთხეების, კერძოდ მავნე პროგრამების აღმოჩენას, ESET-ის მძლავრ ღრუბლოვან სენდბოქსში საეჭვო ფაილების სწრაფი ანალიზის წყალობით.

კონსოლის განახლება ხდება ფონურ რეჟიმში, რაც საშუალებას გაძლევთ გამოიყენოთ ყოველთვის უახლესი კომპონენტებით განახლებული ვერსია.

ადმინისტრატორებს შეუძლიათ დააყენონ რამდენიმე პოლიტიკა ერთი კომპიუტერისთვის ან ჯგუფისთვის. გარდა ამისა, ორგანიზაციებს შეუძლიათ მომხმარებლებს მისცენ პოლიტიკის პარამეტრების დაყენების შესაძლებლობას ან დაბლოკონ მათი დაყენებული ნებისმიერი რაოდენობის პარამეტრები.

ESET PROTECT სრულად მხარს უჭერს SIEM ინსტრუმენტებს და შეუძლია გამოაქვეყნოს მთლიანი ჟურნალის ინფორმაცია JSON ან LEEF ფორმატში, რაც უზრუნველყოფს უსაფრთხოების ოპერაციულ ცენტრებთან (SOC) ინტეგრაციას.

MSP ლიცენზიები ავტომატურად სინქრონიზდება ლიცენზირების სერვერთან, ხოლო ერთიანი მართვის კონსოლი საშუალებას გაძლევთ განახორციელოთ გაფართოებული მოქმედებები, როგორიცაა ნებისმიერი მესამე მხარის პროგრამის დაყენება და წაშლა, სკრიპტების გაშვება, დისტანციური ბრძანებები, დაშვებული პროცესების ჩამონათვალის ჩვენება, HW კონფიგურაციები და სხვა.

ESET PROTECT არა მხოლოდ აცნობებს ორგანიზაციაში დაყენებულ ყველა პროგრამის შესახებ, არამედ დაინსტალირებულ აპარატურაზეც.