უსაფრთხოების სერვისები
პრევენცია. რეაქცია. პროგნოზირება.
ESET-ის მოწინავე ტექნოლოგიებისა და მსოფლიო დონის მკვლევართა გამოცდილების კომბინაცია.
გამოცდილი სპეციალისტები
კვალიფიციური ტექნიკური მხარდაჭერა ცნობილი ESET მკვლევარების 24/7 და უქმე რეჟიმში ჩართვის შესაძლებლობით დაგეხმარებათ სწრაფად მოაგვაროთ ნებისმიერი IT უსაფრთხოების პრობლემა.
მოთხოვნებზე სწრაფი რეაგირება
ზოგიერთი უსაფრთხოების ინციდენტი საჭიროებს დაუყოვნებლივ გადაწყვეტას. ასეთ შემთხვევებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ ESET-ის სპეციალისტები მოთხოვნას უმოკლეს ვადებში უპასუხებენ და საჭირო დახმარებას გაუწევენ.
უსაფრთხოების მარტივი მართვა
ხშირად შეიძლება იყოს რთული დაცვის გადაწყვეტილების სწორად დაყენება ან მართვა. თუმცა, კვალიფიციური სპეციალისტები დაგეხმარებიან ამ ამოცანების მარტივად შესრულებაში.
უპრობლემო გამოყენება
სანამ სპეციალისტები თქვენს ქსელში ფარული საფრთხეების გამოძიებას, გამოვლენასა და აღმოფხვრაზე მუშაობენ, თქვენ შეგიძლიათ ისიამოვნოთ უსაფრთხოებით.
დამატებითი რესურსები
აღარ არის საჭირო თქვენი IT სპეციალისტების ყურადღების გადატანა ძირითადი ამოცანების შესრულებიდან კიბერუსაფრთხოების პრობლემების გადასაჭრელად. მათ ნაცვლად გადაწყვეტილებების მართვა და კონფიგურაცია მოხდება ESET-ის კვალიფიციური სპეციალისტების მიერ.
რისკების მინიმიზაცია
რთულმა მავნე პროგრამამ, ასევე დრომ და რესურსებმა, რომლებიც დაინფიცირების შედეგების გამოსასწორებლად დაიხარჯა, შეიძლება საფრთხე შეუქმნას ორგანიზაციის ფუნქციონირებას. ჩვენი სპეციალისტების დახმარებით თქვენი ქსელი დაცული იქნება.