დაიცავით თქვენი ოჯახი ონლაინ საფრთხეებისგან 20% ფასდაკლებით

შემდეგი სიახლე

01.06.2024 - 31.07.2024

მხოლოდ 2024 წლის 01 ივნისიდან 31 ივლისის ჩათვლით ESET NOD32 Antivirus-ის მომხმარებლებს აქვთ უნიკალური შესაძლებლობა გააძლიერონ დაცვა და გადავიდნენ ESET HOME Security Essential-ზე 20% ფასდაკლებით Windows, MacOS და Android მოწყობილობების კომპლექსური დაცვისთვის.

აქციის ფარგლებში, ESET NOD32 Antivirus-ის ლიცენზიის მფლობელებს შეუძლიათ მიიღონ უსაფრთხოების მეტი დონე და ფუნქციონალური შესაძლებლობების გაფართოება. კერძოდ, ESET HOME Security Essential-ზე გადასვლის შემდეგ, მომხმარებლები მიიღებენ დამატებით ფუნქციებს*, კერძოდ, ონლაინ გადახდების დაცვას, ანტივირუსს, ასევე სმარტფონებისა და ჭკვიანი სახლის მოწყობილობების დაცვას.

გარდა ამისა, მშობლებს შეეძლებათ იზრუნონ მცირეწლოვანი მომხმარებლების ონლაინ უსაფრთხოებაზე მშობლის კონტროლის პროგრამის მეშვეობით, რომელიც შედის ESET HOME Security Essential-ის აბონემენტში. კერძოდ, ESET-ის პროგრამის მეშვეობით, მშობლებს შეეძლებათ შეზღუდონ ბავშვების წვდომა ვებ-გვერდებისა და აპლიკაციების გარკვეულ კატეგორიებზე, მათი ასაკის შესაბამისად, ასევე დააწესონ მაქსიმალური რაოდენობის საათები თამაშებისა და გართობისთვის მობილურ მოწყობილობებზე.

რა უპირატესობა მოაქვს გამოწერასსხვადასხვა მოწყობილობისდაცვისთვის?

ESET HOME Security Essential უზრუნველყოფს Windows და MacOS კომპიუტერების, სმარტფონების, პლანშეტებისა და Android სმარტ ტელევიზორების მომხმარებლების მრავალსაფეხურიან დაცვას, ასევე საშუალებას გაძლევთ თვალყური ადევნოთ ბავშვების აქტივობას ქსელში და დაიცვათ ისინი საშიში კონტენტისგან მშობლის კონტროლის საშუალებით. გამოწერის ფარგლებში მომხმარებლებს აქვთ შემდეგი ძირითადი ფუნქციები და უპირატესობები:

• დაცვა სხვადასხვა კიბერსაფრთხეებისგან, სპამისგან და ფიშინგისგან ინტერნეტში;

• ყველა საეჭვო ვებ-გვერდისა და ელექტრონული წერილის დაბლოკვა;

• ონლაინ გადახდებისა და ბრაუზერში მუშაობის უსაფრთხოება;

• ვებ-კამერისა და საშინაო ქსელის დაცვა;

• მოწყობილობის ადგილმდებარეობის თვალყურის დევნება და მისი დაკარგვის შემთხვევაში მონაცემების დისტანციური წაშლა;

• ESET HOME აპლიკაციის მეშვეობით ყველა მოწყობილობის მარტივი მართვა.

ყურადღება! 20%-იანი ფასდაკლება ESET NOD32 Antivirus-დან ESET HOME Security Essential-ზე გადასვლისას, თუ ლიცენზიის ამოწურვამდე სულ მცირე ორი თვეა დარჩენილი. შეთავაზება მოქმედებს მხოლოდ ESET NOD32 Antivirus-ის მომხმარებლებისთვის 2, 3, 4 ან 5 მოწყობილობის დაცვისთვის 1, 2 ან 3 წლით და არ შეიძლება გამოყენებულ იქნას ახალი ლიცენზიების განახლების ან შეძენისას.

აქციის პირობებზე გადასვლისთვის მომხმარებლებს შეუძლიათ მიმართონ ოფიციალურ პარტნიორებს, ასევე ელექტრონულ მისამართზე sales@eset.ge.

 

* ESET HOME Security Essential-ზე გადასვლისას მომხმარებლებს შეეძლებათ გამოიყენონ შემდეგი პროგრამები - ESET Internet Security, ESET Cyber Security, ESET Mobile Security, ESET Smart TV Security და ESET Parental Control.