Safetica-ს გადაწყვეტილებების პორტფოლიო განახლებულია: DLP-ისა და შიდა რისკის მართვის კომბინაცია

შემდეგი სიახლე

კომპანია Safetica, ტექნოლოგიური ალიანსის ESET წევრი, აცხადებს, რომ მონაცემთა გაჟონვის პრევენციისა და შიდა რისკების მართვის გადაწყვეტილებების პორტფელი განახლდა. კერძოდ, ახლა მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი იქნება ახალი გადაწყვეტილებები  -  Safetica Essentials და Safetica Pro ლოკალურ ვერსიაში, ასევე ღრუბლოვან ვერსიაში  -  Safetica Essentials Сloud და Safetica Pro Сloud. პროდუქტები ეხმარება ორგანიზაციებს იდენტიფიცირებაში, კლასიფიკაციაში და კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვაში, ასევე შიდა საფრთხეების აღმოჩენაში.

გადაწყვეტილებებს გააჩნიათ მონაცემთა ერთიანი კლასიფიკაცია, რაც ერთ-ერთ ყველაზე რთულ ამოცანას მაქსიმალურად მარტივს ხდის, ასევე განახლებული ვებ-ინტერფეისი ინციდენტების მაქსიმალურად მოსახერხებელი მართვისა და გამოძიებისათვის.

კერძოდ, Safetica Essentials (ადრე Safetica ONE Discovery + UEBA) უზრუნველყოფს კონფიდენციალური ინფორმაციის ძირითად დაცვას მომხმარებელთა აქტივობების მიმოხილვით ელ.ფოსტაში, აპლიკაციებში, ვებსაიტებსა და გარე მოწყობილობებში, მათი ქცევისა და რისკების აუდიტირებით, ასევე უსაფრთხოების ინციდენტების გამოვლენით.

Safetica Pro (ადრე Safetica ONE Protection + UEBA და Safetica ONE Enterprise + UEBA გადაწყვეტილებები) ამ ძირითადი ფუნქციების გარდა, გთავაზობთ შინაარსის გაფართოებულ შემოწმებას ოპტიკური სიმბოლოების ამოცნობის ტექნოლოგიის (OCR) გამოყენებით, უსაფრთხოების ინციდენტების მოგვარებას, ელ.ფოსტის და გარე მოწყობილობების დაცვის მოქნილ პოლიტიკას, პროგრამებისა და ვებსაიტების კონტროლს, ასევე Microsoft 365 დაცვას.

ასევე შეგახსენებთ, რომ 20 კომპიუტერის საბაზისო ლიცენზია, გაფართოების შესაძლებლობით, აღარ იქნება ხელმისაწვდომი. მინიმალური ლიცენზია 20 კომპიუტერისა და მეტით უკვე ხელმისაწვდომია შეკვეთისთვის.

გადაწყვეტილებების საცდელი ვერსიის მისაღებად, პილოტის განთავსებისთვის ან თუ საჭიროა დამატებითი რეკომენდაციების გაცემა თქვენი საწარმოს დაცვისთვის ყველაზე ოპტიმალური გადაწყვეტილების შერჩევის შესახებ, გთხოვთ დაუკავშირდეთ  sales@eset.ge.