კომპანია ESET - ლიდერი ინფორმაციული უსაფრთხოების სფეროში - წარმოგიდგენთ ESET Secure Authentication-ის ახალ ღრუბლოვან ვერსიას მრავალფაქტორული ავთენტიფიკაციისთვის. შექმნილია სხვადასხვა ზომის კომპანიების მოთხოვნილებების გათვალისწინებით, ახალი ვერსია აერთიანებს განთავსების უმაღლეს მოქნილობას და კონფიგურაციის სიმარტივეს, ასევე ავთენტიფიკაციის მეთოდების ფართო არჩევანს.
გარდა ამისა, გადაწყვეტილებას გააჩნია მრავალსაფეხურიანი იერარქიული ადმინისტრირების შესაძლებლობები, რათა მართოს რამდენიმე კომპანია ან სამუშაო ადგილი, რაც მომხმარებელთა ცალკეულ ჯგუფებს პარამეტრების მოქნილობას სთავაზობს, რაც განსაკუთრებით სასარგებლოა MSP პარტნიორებისთვის.
რატომ სჭირდება ბიზნესს მრავალფაქტორული ავთენტიფიკაცია?
კომპანიის მონაცემების წვდომის ყველაზე გავრცელებული მეთოდები არის სუსტი ან მოპარული პაროლები, რომლებიც შეგროვებულია ავტომატური ბოტების, ფიშინგის ან მიზანმიმართული თავდასხმების მეშვეობით. Verizon-ის 2024 წლის ანგარიშის თანახმად, ვებ აპლიკაციებზე თავდასხმების 77% დაკავშირებული იყო ანგარიშის ქურდობასთან,რომელთაგან 21% იყო პაროლის გამოცნობის შეტევების შედეგი.
ამგვარი საფრთხეებისა და არასანქცირებული წვდომისგან თავდაცვის გასაძლიერებლად, კრიტიკულ სერვისებში მომხმარებლის შესვლის ძირითად დაცვასთან ერთად, კომპანიებს შეუძლიათ გამოიყენონ მრავალფაქტორული ავთენტიფიკაცია. ამგვარი გადაწყვეტილების გამოყენების მნიშვნელობა იმითაა განპირობებული, რომ მომხმარებლები ხშირად ქმნიან ერთნაირ პაროლებს მრავალი ანგარიშისთვის.
ESET Secure Authentication საკმაოდგაურთულებს ჰაკერებს წვდომის მიღებას მნიშვნელოვან სისტემებზე და დაგეხმარებათ კომპრომეტაციის თავიდან აცილებაში. ახლა კი ESET Secure Authentication-ის ღრუბლოვანი ვერსია ხელმისაწვდომი გახდება. ეს მნიშვნელოვნად გაამარტივებს მრავალფაქტორული ავთენტიფიკაციის დანერგვას ნებისმიერი კომპანიისთვის, ადგილობრივი აპარატურის გამოყენების გარეშე.
«ჩვენ კარგად ვიცით, თუ როგორ შეიძლება სუსტმა პაროლებმა გამოიწვიონდამანგრეველი შეტევები მონაცემთა წვდომასთან დაკავშირებით. ESET Secure Authentication-ის ღრუბლოვანი ვერსიის წარდგენით, ჩვენ ვცდილობთ შემოგთავაზოთ ისეთი გადაწყვეტა, რომელიც მოქნილი და ადვილად დასაკონფიგურებელი იქნება, ადვილი განსახორციელებელი, და რაც მთავარია, ეფექტური და ხელმისაწვდომი ნებისმიერი ზომის კომპანიისთვის. ამავე დროს, ეს გადაწყვეტილება უზრუნველყოფს კორპორატიული მონაცემების საიმედო დაცვას და ბიზნესის უსაფრთხოების კომპლექსურ მიდგომას ავსებს», - ამბობს მიხალ იანკეხი, ESET-ის SMB და MSP სეგმენტის ვიცე-პრეზიდენტი.
რა სარგებელი მოაქვს ESET-ის მრავალფაქტორულ ავთენტიფიკაციას?
ESET Secure Authentication საშუალებას აძლევს ნებისმიერი ზომის კომპანიას გამოიყენოს მრავალფაქტორის ავტორიზაცია ისეთ გავრცელებულ სისტემებში, როგორიცაა VPN, დისტანციური სამუშაო მაგიდის პროტოკოლი, Outlook Web Access, ოპერაციული სისტემის შესვლა და სხვა, რათა თავიდან იქნას აცილებული მონაცემების არასანქცირებული წვდომა და დააკმაყოფილოს ნორმატიული მოთხოვნები. ამასთან, გადაწყვეტილება მხარს უჭერს მობილურ აპლიკაციებს push შეტყობინებებით, აპარატურის ტოკენებით, FIDO გასაღებებით და სხვა სპეციალური მეთოდებით.
ESET Secure Authentication-ის საშუალებით კომპანიებს შეუძლიათ გაზარდონ ავტომატიზაციის დონე და შეამცირონ IT ადმინისტრატორების დატვირთვა, რითაც გაზრდიან თავიანთი დაცვის დონეს ანგარიშის მონაცემების თავდასხმებისგან. ESET Secure Authentication-ის ღრუბლოვანი ვერსია ხელმისაწვდომია შეძენისთვის ESET PROTECT Elite, ESET PROTECT MDR ან ESET PROTECT MDR Ultimate კომპლექსური გადაწყვეტილებების შემადგენლობაში, ასევე ცალკე პროდუქტად ფასის ცვლილების გარეშე. ამასთან, ღრუბლოვანი ვერსიის ხელმისაწვდომობის აუცილებელი პირობაა ახალ ESET PROTECT Hub პორტალზე ანგარიშის არსებობა
გამოსაცდელი ვერსიის, პილოტის, შეძენის ან დამატებითი კონსულტაციების მისაღებად, გთხოვთ, დაუკავშირდეთ სპეციალისტებსშემდეგ ელექტორნულ მისამართზე sales@eset.ge.